თურქეთის ელჩს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოს ემშვიდობება. დღეს დიპლომატმა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 94-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გამართა და ოფიციალურ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.
გაცილების ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები.
გუმრუქჩუს შემცვლელის ვინაობა სავარაუდოდ ნოემბერში გახდება ცნობილი. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში ელჩად 2014 წელს დაინიშნა.