გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს იუსი ნიინისტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ სტუმართან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. განიხილეს საქართველოსათვის ფინეთის თავდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრისას ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. აღინიშნა, რომ ფინეთიც და საქართველოც მცირე ზომის ქვეყნები არიან და მსოფლიო უსაფრთხოების გარემოში ცვლილებებს დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები