პეკინის გამზირზე ქუჩაზე მიკროავტობუსი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალმა მარცხენა ფეხის მოტეხილობა და თავის ტრავმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი.
შს სამინისტროში კი „კვირას“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პეკინის გამზირზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები