სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი, სამგორის ოლქში ოცი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაზე, არ დააკმაყოფილა

სამგორის ოლქში ოცი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაზე სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. მათი მოთხოვნა იყო, რომ სამგორის საარჩევნო ოლქის 20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გაუქმებულიყო, რადგან მოსარჩელის მხარე აცხადებდა, რომ შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო და მეტი ოქმიც ფიქსირდებოდა.
თუმცა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სარჩელი არაკვალიფიციურად იყო მომზადებული, რადგან ოქმებში ძირითადად, ტექნიკური სახის ჩასწორებები იყო. რაც შეეხება ბიულეტენების მეტობას, ამაზე რეგისტრატორებმა არჩევნების დღეს დაწერეს განაცხადი, რომ ამომრჩევლისთვის ბიულეტენის მიცემისას, ბიულეტენი გადაჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები