თბილისში, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. თანამშრომლების ინფორმაციით, ჟურნალისტებს ჰოლდინგის დოკუმენტაცია ძირს გადმოყრილი დახვდათ, ხოლო ოთახების კარები – გატეხილი.
ჯერ უცნობია, რა წაიღეს მედიაჰოლდინგიდან. გამოძიებამ, სავარაუდოდ, უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები