იტალიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში, 39 წლის ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმების თქმით, დაზარალებულს დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება.
აღნიშნული ფაქტი პოლიციელებს 13 წლის მოზარდმა შეატყობინა. მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მისი მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ცდილობდა.
39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები