კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ტყიბულის შახტაში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს

კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კომპანია დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები