საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და კომიტეტის წევრებმა IPU-ს კონსულტანტთან, შვედეთის პარლამენტის ყოფილ წევრთან, გორან ლენმარკერთან ერთად, კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა  UNDP-სა და IPU-ს მხარდაჭერით იქმნება.

შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიზნები, პრიორიტეტები და ძირითადი ამოცანები განიხილებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა ექსპერტს, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს,  ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ ამოცანებზე და მთავარი მიზნების მიღწევის გზებზე.

„შვედ კონსულტანტთან გორან ლენმარკერთან ერთად, დავიწყეთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც ყველა იმ მიმართულებას გააერთიანებს, რასაც ჩვენი კომიტეტი ფარავს. პროცესი დატვირთულია და ვითვალისწინებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა გარემოებასა და ფაქტორს.  ამ დოკუმენტის შედგენის დროს, ბატონი ლენმარკერის საპარლამენტო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მითუმეტეს რომ ის კარგად ერკვევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.

შვედ ექპერტთან ერთად სამუშაო შეხვედრები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები