ქიტესაშვილი მეჭიაურის გამარჯვებაზე: რაც არის – არის, ქვეყნის სამსახურს ვაპირებ, სადაც არ უნდა ვიყო

ღირსეული გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ ჩატარებულიყო განმეორებითი არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს დასრულების შემდეგ განუცხადა.

”ბუნებრივია, ველოდი განსხვავებულ გადაწყვეტილებას. ღირსეულად მიმაჩნდა განმეორებით ჩატარებულიყო არჩევნები. ერთადერთს ვისურვებდი – თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაურმა იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი თიანეთისთვის. რაც არის – არის. ქვეყნის სამსახურს ვაპირებ, სადაც არ უნდა ვიყო”, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები