თამაზ მეჭიაურის შეფასებით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იწყება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოცხადდა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო.

მეჭიაურმა მადლობა გადაუხადა ყველას დახმარებისთვის.

“იწყება დემოკრატიზაციის პროცესი ქვეყანაში. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა. აქ ვხედავ, როგორც ჩემი კუთხის წარმომადგენლებს, ასევე თბილისიდან უცხო სახეებს. მადლობა საიას და იმ არასამთავრობოებს, ვინც შემომთავაზა დახმარება, მაგრამ მე არ დამჭირდა. ასევე მადლობა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ხმების დაცვაში თავისი დამკვირვებლების მეშვეობით”, – განაცხადა მეჭიაურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები