სააპელაციო სასამართლომ მეჭიაურთან დაკავშირებით მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც ოთხმა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ. ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნით იყო, გაუქმებულყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები