მებაჟეებმა სადახლოზე 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“ 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც მებაჟეებმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება ჩამოართვეს და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“ 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ჩ-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები