“აფხაზური ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის.

პრემიერი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროგრამა დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები