თამაზ მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილების შესახებ სააპელაციო სარჩელს სასამართლო დღეს 15:00 საათზე განიხილავს

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

არსებული ინფორმაციით, საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს. სასამართლოს ინფორმაციით, საქმის განხილვა დღესვე შედგება. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

სასამართლოს ოთხმა სუბიექტმა დამოუკიდებელი საჩივრებით მიმართა. საქმის მასალები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, განსახილველად ზემდგომ ინსტანციაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე გადააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები