„მწვანე რეგიონები“ პროექტს CLEEN- „ენერგოეფექტურობა – ადგილებზე ენერგოეფექტურობის სამოქალაქო ქსელის შექმნა“, ახორცილებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე რეგიონები“ გარემოსდაცვითი პროექტების ფარგლებში პროექტს CLEEN- „ენერგოეფექტურობა – ადგილებზე ენერგოეფექტურობის სამოქალაქო ქსელის შექმნა“ ახორცილებს.
პროექტის მესამე ეტაპზე ხონის, მარტვილისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამოდელოდ შერჩეულ ექვს სოფელში, საცხოვრებელ სახლებს ენერგოაუდიტი ჩაუტარდა.
პროექტი CLEEN „ენერგოეფექტურობა – ადგილებზე ენერგოეფექტურობის სამოქალაქო ქსელი“ 2015 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანია გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და ერთიანი ქსელის შექმნა. პროექტში საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან და უკრანიდან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მოხდა. გადაწყვეტილების მიმღები პირების და მოსახლეობის ინფორმირება ენერგოეფექტური საშუალებების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება შენობის ენერგოეფექტურად მოწყობაში რაც ხელს შეუწყობს მშენებლობის (რემონტის) სწორად დაგეგმვას, საცხოვრებელი ფართებში ენერგოდანაკარგის შემცირებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. საქართველოში პროექტი მხარდაჭერილია ევროპის ქალები უკეთესი მომავლისათვის – WECF-ისა და ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ექსპერტის, დასკვნის მიხედვით:
“შენობის საცხოვრებელი სათავსოების აუდიტის შედეგად გამოვლინდა ძირითადი შეცდომები, რომლებიც საერთოა თითქმის ყველა შენობისათვის.
1. არცერთ შენობას და შესაბამისად არცერთ საცხოვრებელ ოთახს არ გააჩნია ჭერის თბოიზოლაცია.
2. ყველგან გამოიყენება კუსტარული წესით დამზადებული არაენერგოეფექტური ღუმელები.
3. არსად არ არის გათვალისწინებული იატაკის თბოიზოლაცია.
4. ყველა შემთხვევაში ღუმელი არის დამონტაჟებული გარე კედელთან ახლოს.
5. ღუმელიდან კვამლის გასაყვანი მილის მხოლოდ მცირე ნაწილია შენობაში მოთავსებული და შესაბამისად იზრდება თბოდანაკარგები.
რეკომენდაციები:
“1. უნდა მოხდეს ჭერის თბოიზოლირება 3 სმ-იანი მინა ბამბით (რომელიც განკუთვნილი საზოგადოებრივი შენონების დასათბუნებლად) შეკიდული ჭერისათვის;
2. შეიცვალოს არსებული ღუმელი ენერგოდამზოგი შეშის ღუმელით;
3. არსებულ ფანჯრებში ერთმაგი შუშის მაგივრად ორმაგი მინაპაკეტის ჩასმა;
4. შეილესოს შენობა გარედან, რაც შეამცირებს ცივი ჰაერის ინფილტრაციას.
იაფფასიანი ღინისძიებები
1.ფანჯრებთან ჩამოიკიდოს სქელი ფარდები;
2. ღუმელი მაქსიმალურად დაშორდეს გარე კედელს;
3. დაიგმანოს ხის ფანჯრების ღრიჭოები;
4. ზამთრის პერიოდში გამთბარი ოთახის ზემოთ, იატაკზე დაიგოს ხალიჩა, ან საბნები, ან თივა-ნამჯა.
5. ღუმელის საკვამლე მილი გავიდეს კედელში და არა ფანჯარაში და კარგად ამოილესოს ღიობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები