კახა კალაძე: ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, ვაშაძესთან-ყველასთან, მზად ვარ თანამშრომლობისთვის

ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან “ქართული ოცნების”, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით, – ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის მერობის ყოფილ კანდიდატებთან, მათ შორის გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას.
“ნუ გამოვყოფთ ასე კანდიდატებს. ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან – ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან “ქართული ოცნების”, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი იყო ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდება მომავალი წლების განმავლობაში, თუ არიან კიდევ ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები, მზად ვართ განვიხილოთ და შემდეგ მოხდეს მათი განხორციელება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები