თურქეთში, ქალების პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით, ქართველი ქალი დააკავეს

ანტალიაში სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულებრივი გზით ქალების პროსტიტუციაში ჩაბმით იყვნენ დაკავებულნი.

გამოცემის ცნობით, შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა დაიწყეს მიღებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთში ჩაყვანილი უცხოელები პროსტიტუციაში იყვნენ ჩართულნი.ქალებს დაჰპირდნენ, რომ ისინი ფულს იშოვიდნენ. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო ქართველი ქალბატონიც, მისი თურქი მეუღლე, თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე და უკრაინელი ქალბატონი.

აღნიშნული ჯგუფის მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული იყო უკრაინის ოთხი, საქართველოს ორი, ყაზახეთის ორი და მოლდოვისა და ყირგიზეთის თითო მოქალაქე.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებული ქართველი თურქეთში პროსტიტუციის მიზნით 12 წლის წინ ჩავიდა, შემდეგ ცოლად გაყვა თურქეთის მოქალაქეს და პროსტიტუციაში სხვა ქალების ჩაბმაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები