ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს

ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის დედა და მეზობლები დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა, ის მომხდარით შეშფოთებულია.
„პაატა პავლიაშვილს ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა. ის ძალიან ნერვიულობდა და სვამდა, მაგრამ არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა“, – განაცხადა მეზობელმა, რომელიც თბილისის პროკურატურაში ფაქტის თვითმხილველ სხვა მეზობლებთან ერთად მივიდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილის დედა დაკითხვაზე უკვე მიიყვანეს.
შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები