გასაჩივრდება თუ არა მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, 18:00 საათზე გახდება ცნობილი

გასაჩივრდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდნეიმე საათში გახდება ცნობილი.
მომჩივანმა მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“ განჩინება დღეს ჩაიბარა. სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის ვადა კი 18:00 საათამდე აქვს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათ ყველა არგუმენტი წარადგინეს, რათა სასამართლოს სარჩელი სრულად დაეკმაყოფილებინა და თიანეთის მე-20 უბნის შედეგები საერთოდ გაებათილებინა, ამიტომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავენ.
გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები