კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს

ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებში ნათქვამია, რომ საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდა აღინიშნება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ 1000–ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. ძირითადი შედეგები კი ასეთია:

მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს;

საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს – ეს მაჩვენებელი შარშანდელ მაჩვენებელთან (75%) შედარებით გაიზარდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 61%-ს საგრძნობლად აღემატება;

საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა. ეს მაჩვენებელი აღემატება გაერო-სა (56%) და ნატო-ს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს;

საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია. საქართველოს გარდა, ევროკავშირმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში. ყოველწლიური გამოკითხვები უკვე ორი წელია ტარდება – კვლევის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები