გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციაზე, რომ ხელი არ მომეწერა, იმ საშიშროებებს ვხედავდი, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა

კონსტიტუციაზე რომ ხელი არ მომეწერა, ამაში იმ საშიშროებებს ვხედავდი, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია“მაესტროს“ გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, შეეძლო დოკუმენტზწ ხელი არ მოეწერა, თუმცა სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დააყენა.

„ბუნებრივი იქნებოდა ამდენი დაპირისპირების, შეურაცხყოფის ფონზე მე ხელი არ მომეწერა კონსტიტუციისთვის. გამოვიდოდი პრინციპული, ძლიერი თითქოს, მაგრამ აქ იყო ერთი ზღვარი, ერთია პოლიტიკური პროცესი, რომელსაც შენ მისდევ, მეორე – სახელმწიფოს ინტერესები.

კონსტიტუციის ხელის მოწერასა და არმოწერას შორის, გამომდინარე ამ დოკუმენტის წონიდან და მნიშვნელობიდან, არის შემდეგი ზღვარი – კონსტიტუცია არის თითოეული მოქალაქის კანონიერებაში ჩართვის მთავარი დოკუმენტი.
რადიკალური ბრძოლა გვერდზე გადავდე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. თორემ ამაზე ადვილი არაფერი იქნებოდა, ვიტყოდი, რომ დავიწყე ბრძოლა 10 თვის წინ, ვიყავი მარტო, შემდეგ ვეტო დავადე და ხელიც არ მოვაწერე. მაგრამ იმ ნაღმების შემეშინდა, რასაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები