შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები აშშ-ს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრებმა ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) საექსპერტო ლაბორატორიაში, შემთხვევის ადგილზე მუშაობის სპეციფიკის საკითხებზე სწავლება გაიარეს.

სასწავლო ვიზიტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებითა და ორგანიზებით განხორციელდა.

ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტების აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამერიკულმა ტელეკომპანია CBS46-მა სპეციალური სიუჟეტი მოამზადა.

„აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა თავიანთი გამოცდილება ამავე სფეროში მომუშავე უცხოელ სამართალდამცველებს გაუზიარეს. ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის ტრენინგს ატარებს. ქართველი სამართალდამცველები რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ში იმყოფებიან, ექსპერტიზის ტექნიკას ეუფლებიან და ახალ უნარებს იძენენ, რასაც შემდეგ თავიანთ ქვეყანაში კოლეგებს გაუზიარებენ.

ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტები დეკემბერში საქართველოს საპასუხო ვიზიტით ეწვევიან“,- აღნიშნულია ტელეკომპანია CBS46-ის ვებ-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები