თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის სარჩელის განხილვა 25 ოქტომბერს განახლდება

მცხეთის რაიონული სასამართლო პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის სარჩელის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ, 25 ოქტომბერს გამოიტანს.
როგორც „კვირას“ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, მოსამართლემ დღევანდელი პროცესი 25 ოქტომბრისთვის გადადო და პროცესი 13:00 საათზე განახლდება.
მისივე თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალინდელ სხდომაზე გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
თამაზ მეჭიაური სარჩელში საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები