საქართველოს საავიაციო ბაზარზე ომანის სასულთნოს ავიაკომპანია Salam Air-ი შემოდის

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე  სასულთნოს წამყვანი ავიაკომპანიის, Oman Air-ის შვილობილი კომპანია Salam Air-ი შემოდის. კომპანია 2018 წლის ივნისიდან  ავიარეისებს კვირაში ოთხი რეისის სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით განახორციელებს. შეხვედრაზე ასევე  დაიგეგმა თბილისში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა და ინვესტიციების განხორციელება.

გადაწყვეტილება ომანში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას (რეზიდენციით ქ. რიადი, საუდის არაბეთის სამეფო) მიერ სასულთნოს დედაქალაქ მასკატში Oman Air-ისა და Salam Air-ის აღმასრულებელ დირექტორებთან და ბორდის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. ასევე გაიმართა კონსულტაციები ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა საქართველოსა და სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა. დოკუმენტის ხელმოწერა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Salam Air- შემოსვლა  ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები