ლევან კობერიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით მოხდა რყევა და მივმართავ ეროვნულ ბანკს

საპარლამენტო უმრავლეობის წევრი ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს.
კობერიძე აცხადებს, რომ მოსახლობა ლარის გაუფასურებას ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა პროცესებში სწრაფად ჩაერიოს და მოსახლეობისთვის განმარტებები გააკეთოს.
„ბოლო დღეებში ოთხი პუნქტით მოხდა ლარის გაუფასურება, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა რომ ჩაერიოს და გააკეთოს განმარტება, რათა მოსახლოებაში არ გაჩნდეს პანიკა და არაჯანსაღი განცდა, რომ ეს პროცესები არჩევნებთანაა დაკავშირებული. კურსთან დაკავშირებით მოხდა რყევა და კიდევ ერთხელ მივმართავ ეროვნულ ბანკს, ადამიანები რომ არ შევიდნენ შეცდომაში და იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში, რასთან არის დაკავშირებული ეს კურსის რყევა, იმედს ვიტოვებ რომ ისინი უახლოეს პერიოდში გამოეხმაურებიან და გააკეთებენ განცხადებას, განმატებას, რაიმე შეფასებას ან ჩაერევიან“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები