თბილისის საქალაქო სასამართლო კოლეგა იურისტებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს, ადვოკატის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში პოლიციის უფროსის დამნაშავედ ცნობის თაობაზე – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „2017 წლის 23 ოქტომბერს, კოლეგა ადვოკატისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ, ადვოკატების მხრიდან მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არაერთი განცხადება გავრცელდა.
სასამართლო სისტემის მიმართ სუბიექტური და ტენდენციური ცილისმწამებლური კამპანია, სცილდება ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას.
სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს კოლეგა იურისტებს, ნაცვლად სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობისა, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში, დაელოდნონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს და კოლეგას მხარდაჭერა მხოლოდ სამართლებრივად მყარი არგუმენტებით გამოუცხადონ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები