დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიული კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები  განიხილეს. აღინიშნა დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში  არსებობს . ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას ქვეყნებს შორის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყახაზეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განვითარებაზეც საქართველო და ყაზახეთი დიდად არიან დაინტერესებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკიტჟან საგინტაევს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედების  შემდეგ საქართველოს შეეძლება ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატაროს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სატრანზიტო დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, შეძლებს უმოკლეს ვადაში გაატაროს ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები