დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმი  „OECD EURASIA WEEK 2017″ ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარეობს.

ფორუმის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა და თემატურ სესიაზე მონაწილეობა მიიღო, რომელზეც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, იმართება ორმხრივი შეხვედრები  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჯან საგინტაევთან, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნოდირ ოტაჯონოვთან, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ დამდინსურენ დავაასურენთან, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აზიმ იბროჰიმთან, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრ მუსტაფა მასტურთან და ფორუმში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები