თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ბიზნესმენს თავის მოჭრით ემუქრებოდნენ

თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ორი პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მათთვის სამართალდამცავებს ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. დაკავებულებს შორის არის აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად “მალიშ კრიტნი,” რომელიც სამართალდამცავებმა ერთ-ერთ კაფეში აიყვანეს. სამართალდამცავებმა მასთან ერთად 45 წლის დავით თოლორაიაც აიყვანეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს გამოძიება ბიზნესმენისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის გამოძალვას ედავება. ძალოვანების მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაში “კრიტნი” თავად ჰყვება, როგორ დაუკვეთეს თანხის ამოღება. ფარულ ვიდეომასალაში აზერბაიჯანის დაკავებული მოქალაქე, ბიზნესმენს თავის მოჭრითაც ემუქრება თუ ის დათქმულ დროს ფულს არ მიიტანს.
სამართალდამცავებმა “მალიშ კრიტნი” და დავით თოლორაია მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ კაფეში სადილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები