ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების ევროპის სამიტში მონაწილეობს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამსტერდამში, სუვერენული ფონდების (SWFI) ევროპის სამიტში მონაწილეობს და საპენსიო, სუვერენული და სხვა ტიპის ფონდების რეგულატორებისა და პოლიტიკის შემქმნელების პანელზე სიტყვით გამოვა.
„ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო და სუვერენული ფონდების, მრავალ მილიარდიანი აქტივების მფლობელები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები და მათი ზედამხედველები მონაწილეობენ. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ამავე დროს ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო თანამშრომლობას” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ღონისძიებაზე დაგეგმილია მთელი რიგი საფინანსო და საინვესტიციო საკითხების განხილვა, კერძოდ: სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის (PPP) კონკრეტული სტრატეგიების აგება და რეგულაცია, საპენსიო ფონდების აქტივების განკარგვა და ზედამხედველობა, ფონდების კაპიტალი და რისკ მენეჯმენტი, ალტერნატიული ინვესტიციები განვითარებული ქვეყნებისთვის და სხვა.
SWFI-ის ყოველწლიური სამიტი ამსტერდამში 23 და 24 ოქტომბერს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის ბიზნეს ლიდერებს, ინსტიტუციურ ინვესტორებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს და საფინანსო პოლიტიკის შემქმნელებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები