თიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალს 24 ოქტომბერს უმასპინძლებს

თიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ფესტივალის წლევანდელი თემა და კონცეფცია LIFE- N- STYLE ‘ – ცხოვრების სტილია.

ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად  ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის,თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მხატვრებს გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობაც მიეცემათ. ხელით ნაბეჭდი პრინტების გარდა, ფესტივალზე  კერამიკის და ტექტილის ნამუშევრები და სხვადასხვა ვიდეო და ფოტო ინსტლაციები იქნება წარმოდგენილი.

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები