საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და  ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

დოკუმენტს “უილტონ პარკის” გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის აღმასრულებელი სააგენტოს სახელით ხელი  აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაილს უიკსტედმა მოაწერა, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მემორანდუმი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის გლობალური თუ რეგიონული ღონისძიებებისა და დისკუსიების ორგანიზებას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიც არის გლობალური მმართველობა, ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური საკითხები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა, კონფლიქტის დარეგულირება, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ვაჭრობა და ინვესტიციები.

მემორანდუმში ხაზგასმულია უილტონ პარკსა და საქართველოს შორის წარსული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ორ უწყებას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები