ახალი დიზაინის მეტროს ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა

თბილისის მეტროს სავაგონე პარკს ორი მოდერნიზებული ოთხვაგონიანი შემადგენლობა შეემატა, რომელსაც სრულიად ახალი ფორმა და დიზაინი აქვს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ორივე განახლებული შემადგენლობა მეტროს პირველ ხაზზე დღეიდან იმოძრავებს.
მოდერნიზაციის ფარგლებში მემანქანის კაბინის ფორმა შეიცვალა და თანამედროვე ტიპის მართვის პულტით აღიჭურვა. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მსგავსი ტიპის მოდერნიზაცია 8 ვაგონს ჩაუტარდა, კაპიტალური რემონტი – 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები