ილია მეორე: იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში

იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში, იქნება გვეფიქრა სასტუმროს აშენებაზე, რომელიც მოიზიდავს მომლოცველებს და მეცნიერებს ამ წმინდა ადგილზე, -ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის გახსნაზე ისაუბრა.
პატრიარქის თქმით, იშვიათია სასულიერო მოღვაწე, ვისაც ისეთი კვალი დაეტოვებინოს ქრისტიანულ სამყაროში, როგორიც მაქსიმე აღმსარებელმა დატოვა.
„ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლის აღსანიშნავად. იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში, იქნება გვეფიქრა სასტუმროს აშენებაზე და კიდევ სხვა რამეზე, რომელიც მოიზიდავს მომლოცველებს და მეცნიერებს ამ წმინდა ადგილზე”, – აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები