როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
24 – 25 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 ოქტომბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 25 ოქტომბერს +20, +25 გრადუსამდე დათბება.
26 – 27 ოქტომბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით იწვიმებს.
28 ოქტომბერს გამოიდარებს, 29 ოქტომბრიდან კი ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები