კახეთის ყველა ოლქში მერის არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში ხმები უკვე დათვლილია. მერის არჩევნები ყველა ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მაღალი პროცენტით მოიგო. შესაბამისად, მეორე ტური არ იქნება.
როგორც მერის, ისე პროპორციულ არჩევნებში კახეთის ყველა ოლქში “ქართული ოცნება” ლიდერობს.
პირველი და მეორე ადგილები ზოგგან “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გადანაწილდა, ზოგგან კი “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის.
“ქართული ოცნების” კანდიდატმა ყველაზე მაღალი პროცენტით საგარეჯოს ოლქში გაიმარჯვა, პროპორციულ არჩევნებში კი ყველაზე მეტი ხმა ახმეტის ოლქში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები