ფოთში, 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა

ფოთში, 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში მმართველი გუნდის სასარგებლოდ 100- მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ. აღნიშნული კი ბრალდების ადრესატმა უარყო.
,,ჩვენ მოვითხოვთ 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და 2500-ზე მეტი გაბათილებული ბიულეტენის ხელახლა გადახედვასა და შემოწმებას. კომისიას მოვუწოდებთ კანონის ფარგლებში იმოქმედონ. ხვალ განიხილება საოლქო საარჩევნო კომისიაში ეს საკითხი, დაველოდებით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ.
ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები