„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მეორე ტურის შემთხვევაში, გამარჯვებაში დარწმუნებულია

პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველს აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, პარტიას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ვინაიდან ქალაქის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ სიით ცხრა დეპუტატი შეიყვანა. მეორე ტურის შემთხვევაში, ჭიღვარია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში კი ის ქუთაისს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შედგენას ჰპირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას 48.75% აქვს, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 26.89%, ხოლო მესამე ადგილზე – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით გოგისვანიძე – 8.96% -ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები