ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

“ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია”, -ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დათვლილია ასევე, თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი.

მანვე განმარტა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი. მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი პროპორციული არჩევნებისთვის.

”წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): N2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო – 10.5%, N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.05%, N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55%, N10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 3.27% და N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 55,66%”, – განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას მეორე ტურების შესახებ, ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

”ეს მაჟორიტარული ოლქებია: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ქუთაისისა და მარტვილის საარჩევნო ოლქები. შედეგები კი წინასწარი მონაცემებით არის ასეთი (გაგაცნობთ მონაცემებს მხოლოდ იმ კანდიდატების შედეგების შესახებ, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, წინასწარი მონაცემებით): ქუთაისი – N5 გრიგოლ ვაშაძე 26.89% და N41 გიორგი ჭიღვარია – 48,75%, ყაზბეგი – N3 სანდრო ყამარაული – 26.85% და N41 ალექსანდრე ზაგაშვილი – 44.62%, ხაშური – N41 გიორგი გურასპაშვილი – 42,24% და N42 რამაზ ნოზაძე – 18,48%, ბორჯომი – NN42 კონსტანტინე შარშენიძე – 41.81%, მარტვილი – N5 მამუკა დანელია- 35,81% და N41 ალექსანდრე გრიგალავა – 49,76%”, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები