ცესკო: თამაზ მეჭიაურს ხმების 49.97% აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს – 50.03%

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში. აღნიშნული საჩივრით მოთხოვნილი იყო, მეოცე საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თიანეთის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემებით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს ხმების 49.97% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს 50.3%.

„კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, ხელახლა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები. მათი რაოდენობა იყო 24 და სადაო ბიულეტენი იყო ხუთი. გადათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ხუთი სადაო ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის ნება ნათლად იყო გამოხატული. ამ პროცესს ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები. წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს აქვს 49.97% და ლელა ქიტესაშვილს 50.03%. სხვაობა არის რამდენიმე ხმა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები