კახეთში, რძლის დაკრძალვაზე, მაზლმა თვითმკვლელობა სცადა

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ გურასპიშვილი თოკზე დაკიდებული მეზობელმა ნახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყვარლიდან თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვა მიმდინარეობდა. ნაქევხრიშვილი რამდენიმე დღის წინ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები