ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

იმერეთში, ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელის” მარკის ტაქსი და “ტოიოტა”- მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. ტაქსში მჯდომი 2 ადამიანი დაშავდა.
ისინი ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები