მარნეულში დაჭრილი ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა
მარნეულში დაჭრილი პირებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოსთან რეანომობილია მობილიზებული და დაჭრილის თბილისში გადმოყვანა იგეგმება.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ადგილზე იმყოფება ასევე შს მინისტრი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.