„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან დაჭრილებს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან დაჭრილებს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ადგილზე იმყოფება ასევე შს მინისტრი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები