შს მინისტრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში

ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მღებრიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
“მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას, ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.
ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
რაც მთავარია დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგიმღებრიშვილმა.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა.შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ისინი მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები