„განსაკუთრებული საქართველო“ – ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება

„განსაკუთრებული საქართველო“ – ამ სახელწოდებით ქართული პროდუქცია  19-21 ოქტომბერს ბერლინში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარდგება.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო“,  USAID/Reap-ისა  და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მხარდაჭერით გაიმართება.

„განსაკუთრებული საქართველო – (Georgia Special), ბერლინის ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ქართული ტრადიციული სამზარეულოს, ღვინისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბერლინში არსებული ქართული რესტორნებისა და ქართული ექსპორტიორი კომპანიების პროდუქცია.

გამოფენის პირველ დღეს დაგეგმილია ქართული კერძების დეგუსტაცია. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ქართული ნაწარმი და გაეცნონ ქართული ტრადიციული სუფრის მრავალსახეობებს,  ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალეულობას, ყველს, ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის სახეობებსა და  ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები