პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციურ პროექტს ხელს აწერს.
შესაბამისი განცხადება მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროდ,ამ საკითხში, ისე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის რაც აქამდეც ყოფილა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა თავიდან აცილებულ იქნას შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელს არ მოაწერდა, მისი ხელმოწერის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ეძლეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები