ICDI -ი ადგილობრივი არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ორგანიზაცია ICDI -ი ადგილობრივი არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ ICDI არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. მასში მონაწილეობას იღებს 17 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესს აკვირდებიან, ასევე, 112 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობასა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას ეწრებოდნენ.
სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტებისას ორგანიზაციამ გაითვალისწინა გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და აქტიურად იყო ჩართული ყველა აქტუალური თემის შესწავლისა და განხილვისას.
ICDI-ის შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი, მე-6 წევრის არჩევა
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა
ინციდენტი N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნა
უწყებათაშორისი კომისიის სხდომების მონიტორინგი
ICDI-ის წინადადება ცესკოს გადასატანი ყუთის თაობაზე
ICDI-ის ინიციატივა ცესკოს პარტიული სიების წარდგენა/რეგისტრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა.)
საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი
შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორგანიზაციის ინფორმაციით – ამ დროისათვის ICDI დამკვირვებლების მხრიდან, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მცირე ხასიათის ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას არ ახდენენ თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობაზე.
125 მოკლევადიანი, 16 გრძელვადიანი და მობილური ჯგუფების დამკვირვებლები აგრძელებენ დაკვირვებას თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების აღმოჩენა და მათზე კანონმდებლობის ფარგლებში ეფექტური რეაგირება“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები