ნანა ლორთქიფანიძე: ჩვენი მომავლისთვის 21 ოქტომბერს წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატს კახი კალაძეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი შინაარსის პოსტს ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც საუკეთესო მერი! ამიტომ თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს! არ დავიზაროთ! ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ჩვენი მომავლისთვის 21 ოქტომბერს წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატს, კახი კალაძეს“, -წერს ნანა ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები