სასამართლო: ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე და სხდომის მდივანი პროკურატურას არ დაუკითხავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცია, კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე პროკურატურაში დაიკითხა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურას მოსამართლისა და სხდომის მდივნისთვის, მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს. „კვირა“ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, დახურული სასამართლო სხდომის მასალების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლისა და სხდომის მდივნის გამოკითხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტავთ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს შემადგენლობის მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ამასთან, ბრალდების მხარეს მოსამართლისა და სხდომის მდივნისთვის, მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს.
სასამართლო შემადგენლობა, გამოხატავს მზადყოფნას, კითხვების არსებობის შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამოცხადდეს შესაბამის ორგანოებში.
თბილისის საქალაქო სასამართლო, მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი, არაოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიების ინტერესებს და თავიდან ავიცილოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხე“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები